შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ ისევ მოიგო. ჩვენიანის გუნდმა აუტსაიდერ „რედინგს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
2 გოლი გაიტანა ახალგაზრდა თავდამსხმელმა კინ ლუის პოტერმა, ერთიც მცველმა ალფი ჯონსმა.
ასე დამაჯერებლად შოთას “ჰალს” აქამდე არ მოუგია. სულ გუნდმა ქართველის მწვრთნელობით ჩემპიონატში 17 მატჩი ითამაშა, საიდანაც 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 8-ჯერ წააგო.
აღსანიშნავია, რომ „ჰალმა“ ბოლო 4 მატჩიდან 3-ში გაიმარჯვა. ახლა გუნდს 50 ქულა აქვს და მე-18 ადგილამდე აიწია.
GIPHY App Key not set. Please check settings