in ,

შოთა გაფუჭებულს მისტირის: ჰალი შინ პირველად დამარცხდა

შოთა არველაძის „ჰალი“ შინ ჩემპიონშიფის ერთ-ერთ ლიდერს, „შეფილდ იუნაიტედს“ შეხვდა და ზედიზედ მეორედ წააგო – 0:2.

„ქუინზ პარკთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, შოთა არველაძემ ძირითადში ცვლილებები შეიტანა.

სტუმრებმა მეტი მომენტი შექმნეს და ანგარიში მე-20 წუთზე გახსნეს. „ჰალს“ 26-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ესტუპინიანმა შანსი ვერ გამოიყენა.
სტუმრებმა მეორე გოლი თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე გაიტანეს.

„ჰალი“ საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდა და 11 ქულით მე-12 ადგილამდე დაეშვა.

შოთა არველაძე:
„კარგი თამაში იყო. „შეფილდის“ წინააღმდეგ თამაში ნამდვილად რთულია. იყო მომენტი, როდესაც რეალურად შეგვეძლო გატანა და თამაშში დავრჩენილიყავით, შემდეგ კი მეტოქესთვის ყველაფერი გაგვერთულებინა. ეს პირველი ტაიმის ბოლოს იყო, მაგრამ ორივე შანსი ხელიდან გავუშვით.
მეორე ტაიმში კი ბევრი მომენტი ვერ შევქმენით, რეალური შანსი მეტოქესაც არ ჰქონია, მაგრამ საჭირო დროს გაიტანეს.
ეს იყო მძიმე მარცხი, რადგან ვფიქრობ, რომ გუნდმა ბევრი დადებითი თვისება აჩვენა. ვიცით, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ თუ შრომას გავაგრძელებთ, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზუროსი: საამაყო გუნდი მყავს!

Fiba-მ თურქეთის საჩივარი არ დააკმაყოფილა