in ,

შოთის მესამე გამარჯვება: ჰალმა ქოვენთრი დაამარცხა

ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურის შეხვედრაში შოთა არველაძის “ჰალ სიტი” “ქოვენთრის” ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

ქართველის გუნდი უკვე მე-4 წუთზე დაწინაურდა. თავი სმოლვუდმა გამოიჩინა. 28-ე წუთზე კი, ლონგმენმა “ვეფხვების” უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

“ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეს არველაძისთვის მე-11 შეხვედრაში მე-3 გამარჯვებაა – 3 მოგება, 2 ფრე და 6 მარცხი. 38 ტურის შემდეგ, არველაძის გუნდს 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას “ჰალ სიტი” “ლუტონის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მომენტის მატჩი: ბებერი ქალბატონი გადათელეს – ისეთები ვიქნებით, ჩვენთან შეხვედრა არავის მოუნდეს

წაუგებლები: 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩისთვის