დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდი ერლინგ ჰაალანდი სეზონის ბოლოს სავარაუდოდ „სიტიში“ გადავა.
„ქალაქელებმა“ 21 წლის ფეხბურთელის აგენტებთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმეს. ანაზღაურება კვირაში 500 ათას ფუნტზე მეტი იქნება. ამაზე Daily Mail წერს.
თუ ეს ტრანსფერი შედგა, ნორვეგიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება და „სიტისვე“ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს გადაასწრებს, რომელიც კვირაში 385 ათასს შოულობს.
წყაროს ცნობით, ინგლისელები გარიგებაში 63 მლნ ფუნტს (76 მლნ ევროს) გადაიხდიან. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტრანსფერი უახლეს კვირებში გაფორმდება.
GIPHY App Key not set. Please check settings