დღეს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სტარტი აიღო იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატმა ფიგურულ ციგურაობაში.
ყინულზე კარინა საფინას და ლუკა ბერულავას წყვილი წარსდგა, რომლებმაც მოკლე პროგამა ბრწყინვალედ შეასრულეს და ამ ეტაპისთვის პირველ ადგილზე არიან. ქართულმა წყვილმა მსაჯებისგან 67.77 ქულა დაიმსახურა. მეორე ადგილზე ავსტრალიური წყვილია, რომელსაც 61.72 ქულა აქვს, მესამეზე კი-60.38 ქულით აშშ-ს წარმომადგენლები არიან.
დღესვე იასპარეზა მოკლე პროგრამაში 14 წლის კონსტანტინე სუპატაშვილმა, რომელიც 59.38 ქულით 21-ე ადგილზეა და ფინალში ისიც გამოვა.
GIPHY App Key not set. Please check settings