საქართველოს ნაკრების 21 წლის მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა. მან ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრებში მეთოთხმეტედ მოირგო “ვალენსიას” მაისური. მართალია, ამჯერად მშრალი მატჩი არ გამოვიდა, მაგრამ მამარდაშვილმა ორი საოცარი სეივი შემოგვთავაზა და მისი დიდი დამსახურებაა, რომ “რაიო ვალეკანოსთან” ბორდალასის გუნდმა ქულა მოიპოვა.
განსაკუთრებით სახიფათო მატჩის 28-ე წუთზე ისი პალასონის რთული დარტყმა მოიგერია. მეორე ტაიმში კი, მას კიდევ ორჯერ აუღო.
ქართველი მეკარის კარგი თამაში ესპანურ მედიაშიც არ გამოპარვიათ და გიორგი მამარდაშვილს As-მა სტატია მიუძღვნა.
“ისი პალასონს საღამოს კოშმარები დაესიზმრებოდა და ამის მიზეზი ქართველი გიორგი მამარდაშვილია. ქართველი მეკარე საოცარ თამაშს ისევ აგრძელებს და “რაიო ვალეკანოსთან” მან ორი საოცარი სეივი განახორციელა და ორივე შემთხვევაში ისის აუღო. განსაკუთრებით სახიფათო პირველი ტაიმის შუაში განხორციელებული დარტყმა იყო, მაგრამ ის “ქართველ კედელს” შეეჯახა.
შეგახსენებთ, ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში “ვალენსია” “რაიო ვალეკანოს” მადრიდში ესტუმრა და ფრეს დასჯერდა (1:1). გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგაში 570-წუთიანი მშრალი სერია ჰქონდა და მისი ეს სერია მატჩის 84-ე წუთზე სერხი გუარდიოლამ შეწყვიტა.
1 წუთი რეკორდამდე: მამარდაშვილის ორი მაგარი სეივი და ფრე რაიო ვალეკანოსთან
GIPHY App Key not set. Please check settings