სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკაში “დაგლიჯა” და ბრწყინვალე მატჩ ჩაატარა. თან ვისთან, თვით “კლივლენდ კავალიერსთან”.
NBA- ს რეგულ არული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში “მილუოკი” “კლივლენდთან” 115:133 დამარცხდა, მაგრამ ეს მარცხი რა მოსატანია, რამეთუ NBA-ში ქართული რეკორდი დამყარდა და ქართული კალათბურთის ახალი ისტორიაც დაიწერა.
აქამდე NBA-ში ქართული რეკორდი ლეგენდარულ ზაზა ფაჩულიას ეკუთვნოდა, რომელმაც 2007 წელს ერთ მატჩში 27 ქულა ჩააგდო. ახლა კი, 15 წლის შემდეგ ეს რეკორდი 22 წლის სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში მისთვის სადებიუტო სეზონშივე გააუმჯობესა.
ქართველმა ფორვარდმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 42:35 წუთი გაატარაა. ამ დროის განმავლობაში “მამუმ” 28 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. აღნიშნულ შეხვედრაში სანდროზე მეტი არცერთ კალათბურთელს არ ჩაუგდია.
შეგახსენებთ, მამუკელაშვილისთვის ეს NBA-ში პირველი სეზონია და აქამდე მას ძირითად G ლიგაში თამაში უწევდა.
ამ სეზონში NBA-ში მას საშუალოდ 3.2 ქულა, 1.7 მოხსნა და 0.5 პასი აქვს.
“მილუოკის” 51 მოგება, 31 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings