in

ბასილაშვილი შეუძლოდ გახდა და მატჩი შეწყვიტა: ნიკა მონტე კარლოს გამოეთიშა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონტე კარლოს მასტერსზე ასპარეზობა დაიწყო და უკვე დაამთავრა კიდეც. პირველ ეტაპზე საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მეოცე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მე-15 ნომრად იყო განთესილი, მსოფლიოს ყოფილ მესამე ნომერს, ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდა და მატჩის დამთავრება ვერ მოახერხა.

ბასილაშვილმა პირველი სეტი 3:6 წააგო. მეორე სეტი ბულგარელს 2:0 მიყავდა, როდესაც ნიკამ თავი შეუძლოდ იგრძნო და მატჩის შეწყვეტა გადაწყვიტა.

ამ ეტაპზე უცნობია, შეძლებს თუ არა ქართველი მონტე კარლოს მასტერსზე წყვილთა თანრიგში გამოსვლას.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ნიდერლანდებს დაუზავდა

ვიდეო: წიტაიშვილმა დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა