დღეს, Crystalbet ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრები იმართა. ტურის გახსნითი შეხვედრა თბილისის ბორის პაიჭაძის სახელბის “დინამო არენაზე” გაიმართა. “გაგრამ” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ქუთაისელთა შემადგენლობაში გოლები გიორგი კუხიანიძემ და თორნიკე ახვლედიანმა გაიტანეს.
“გაგრას” შემადგენლობაში შედგა სოლომონ კვირკველიას დებიუტიც, რომელიც მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა.
ყველაზე საინტერესო მომენტი კი, მატჩის 82-ე წუთზე მოხდა. თორნიკე ახვლედიანი მეკარესთან პირისპირ დარჩა. ბექა ქურდაძემ კარი ნაადრავედ დატოვა და ერთი-ერთზე დარჩენილი “ტორპედოს” ფორვარდის წინააღმდეგ იუხეშა. მსაჯმა ქურდაძის მოქმედება უკანასკნელი იმედის ჯარიმად ჩათვალა და ახალგაზრდა მეკარეს წითელი ბარათი უჩვენა. ვინაიდან ამ მომენტისთვის “გაგრას” ყველა ცვლილება გაკეთებული ჰქონდა, გუნდის კარში ცენტრალური მცველი ლუკა ნოზაძე ჩადგა.
GIPHY App Key not set. Please check settings