სამხრეთ კორეის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის მეცხრე ტურის შეხვედრაში ვაკო ყაზაიშვილის “ულსან ჰიუნდაი” “დაეგუს” დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო მატჩის 77-ე წუთზე გაიტანა კიდეც. ვაკომ უმ ვონ-სანგის პასის შემდეგ შეაგდო.
9 ტურის შემდეგ, ყაზაიშვილის გუნდი დაუმარცხებელია და 23 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
ყაზაიშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 1 საგოლე პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings