გერმანული Transfermarket-მა , რომელიც ფეხბურთელებს მათუ დონის და თამაშის მიხედვით კონკრეტულ ფასს ადებს, ქართველი ფეხბურთელების ფასები გაახლა.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც 16 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მეორე ადგილზე კი, ესპანური “ვალენსიას” 21 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია, რომელიც ლა ლიგის სადებიუტო სეზონში ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ესპანეთის ჩემპიონატში მამარდაშვილს 477 წუთია საკუთარ კარში ბურთი არ გაუშვია. მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში “ღამურების” შემადგენლობაში ჩატარებული 15 მატჩიდან 8-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების Top 10 ასე გამოიყურება.
GIPHY App Key not set. Please check settings