in

ვიდეო: კატასტროფული მეორე ტაიმი – შავმა ლომმა ქარის თასზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი”, რომელიც სამხრეთ აფრიკის ქარის თასის პირველ დივიზიონში (რანგით მეორე) ასპარეზობს, დღეს მეორე შეხვედრა გამართა. ქართველი მორაგბეები პორტ ელიზაბეტში სამხრეთ აფრიკულ “ელეფანთს” დაუპირისპირდნენ და მეორე გამარჯვებაც იზეიმეს-25:22

მატჩი, დაძაბული და სანახაობრივი ნამდვილად არ გამოვიდა. ზოგადად, ამ მატჩს მაღალი დონის შეხვედრათა კატეგორიაში ვერ გავიყვანთ. “შავი ლომი” შეუთამაშებელი შემადგენლობით თამაშობდა და ბევრი იყო ბავშვური შეცდომები. აფრიკელთა გუნდს კი, შეტევაში აბსოლუტურად არაფერი შეუქმნია. მხოლოდ იმაში გვაჯობეს, რომ იმათმა დამრტყმელმა ჯარიმის შემდეგ, დერეფანში ბურთი უფრო მეტჯერ ვერ გადაიტანა, ვიდრე ჩვენმა. შერკინებაში ტრადიციულად ძალიან დომინანტები ვიყავით და რიგ ეპიზოდებში ხაზითაც ეფექტური ლელოები დავდეთ.

პირველ ნახევარში ჩვენს მორაგბეებს გარჯას და კარგ თამაშს არ ვუკარგავთ, მაგრამ ჩანდა, რომ “ელეფანთსი” ძალიან არეული იყო და აფრიკელი მორაგბეები მოედანზე უცნაურად გადაადგილდებოდნენ. მათ თამაშში დიდი ქაოსი შეინიშნებოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ქაოსი არც “შავ ლომს” აკლდა…

შეხვედრაში პირველი ქულები ჩვენი გუნდის მგეზავმა გიორგი ბაბუნაშვილმა მოიპოვა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.

ცოტა ხანში აფრიკელებმა შემოგვიტიეს და ხაზზე ბურთის ჩათამაშება გადაწყვიტეს, მაგრამ კონტაქტის მერე ბურთი ვერ შეიმაგრეს. ლუკა ივანიშვილმა მშვენიერი სოლორეიდი განახორციელა, რომლის შემდეგაც თემურ ჭიჭინაძეს მისცა პასი და ქართველმა გარემარბმაც ეფექტურ ნახტომში დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში.

ცოტა ხანში კი, მეორე ლელო “ელეფანტსის” ჩათვლის მოედანში მიხეილ ბაბუნაშვილმა მიითვალა. ბაბუნაშვილის ლელო, ისევე როგორც ჭიჭინაძის, გიორგი ბაბუნაშვილმა ზუსტად გარდასახა.

მეორე ნახევარიც გიორგი ბაბუნაშვილის ზუსტი საჯარიმო დარტყმით გაიხსნა.

გატანილი ჯარიმის შემდეგ, “ელეფანთსი” უფრო აქტიურობდა. აფრიკელებმა ბურთი მოიპოვეს და თამაში ძირითადად ჩვენს ნახევარზე იყო. ბევრ შეცდომას ვუშვებდით დაცვაში და გარდასახული ლელოც მივიღეთ.

ლელოს მალე ლელოთივე ვუპასუხეთ. სანდრო მამამთავრიშვილმა პირველი ბურთი მოიგო. მირიან მოდებაძემ ხაზი გაჭრა და ფრთაზე თემურ ჭიჭინაძეს გადააწოდა ბურთი და ჩვენი გუნდის ფრთამაც დუბლი მიითვალა.

“შავი ლომი” ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. ბავშვურ შეცდომებს ქართული გუნდის ჩათვლის მოედანში მეორე ლელოც მოყვა.

შესვენების შემდეგ “შავმა ლომმა” საშინელი თამაში ჩაატარა. ფეხით გადაკიდებულ ბურთებზე პოზიციებს სწორად ვერ ვარჩევდით, ურთიერთდაზღვევებზე თამაშს ვაგვიანებდით, დერეფანიც დავკარგეთ. ერთ ეპიზოდში, მაშინ როდესაც საჯარიმო დარტყმა უნდა დაგვერტყა და წესით იოლი სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა, ზედმეტი უდისციპლინობისთვის მსაჯმა ჯარიმა აფრიკელებისგან შეატრიალა და პირიქით, აქეთ დაგვიდეს ლელო.

მეორე ნახევარში “შავი ლომის” თამაში ვერანაირ კრიტიკას უძლებდა. ბოლოსკენ “ელეფანთსმა” ერთი ლელო კიდევ დაგვიდო. მეტოქის ხუთმეტრიანში აფრიკელებმა მოლი ცენტრში გაგვიჭრეს. დაცვით მოლში ასე თამაში დაუშვებელია. ტაიმი აფრიკულმა გუნდმა ქართულ გუნდს 19:3 მოუგო.

საბოლოოდ, 25:22 და “შავმა ლომმა” თამაში მოიგო, მაგრამ ასე თამაშმა და ასეთ გუნდებთან რთულადწარმოასდგენია რამე მოგვცეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: გოლის ავტორია ზვიად გამსახურდია – კურიოზი მარტვილში

თიხის სეზონი იწყება: ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსზე გამოვა