in

შერმადინის 17 ქულა 9 მოხსნა: ტენერიფე სერიაში დაწინაურდა

საქართველოს ნაკრების ცენტრის გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში “თოფაში” მინიმალური უპირატესობით 78:77 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.

“შერმინატორი” “ლენოვო ტენერიფეს” სასტარტო ხუთეულში იყო და 23:55 წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა, 1პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +21 იყო.

სერიის მეორე შეხვედრა 12 აპრილს თურქეთში შედგება. შეგახსენებთ, სერია 2 მოგებამდე გრძელდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვირკველია გაგრაში ითამაშებს

ჩხუბი, გაძევებები და ანორთოსისი თასის ნახევარფინალშია