ქართველი წყალბურთელი საქართველოს ნაკრების შემტევი ნიკა შუშიაშვილი ადრიატიკის ლიგის გამარჯვებულია. შუშიაშვილის “ნოვი ბელგრადმა” ფინალში “იადრან სპლიტი” 14:11 დაამარცხა.
შუშიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და თავის გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
“ნოვი ბელგრადისთვის” ეს ისტორიაში პირველი ტიტულია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩემპიონთა ლიგის რვათა ფინალი წელს სწორედ ბელგრადში გაიმართება და შუშიაშვილის გუნდი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
GIPHY App Key not set. Please check settings