in ,

ღმერთო ჩემო, კვარაცხელია: ხვიჩამ იტალიაში ეროვნული ლიგის მიმართ ინტერესი გაზარდა

ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის “დინამოში” გადმოსვლამ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. ნეაპოლელები ხვიჩას თამაშებს აკვირდებიან და მის ნახვას მალე თავიანთი საყვარელი გუნდის მაისურით ელიან.

ერთ-ერთი იტალიელი გულშემატკივარი ტვიტერზე ხვიჩა კვარაცხელიას “თელავთან” მატჩის მომენტს აზიარებს წარწერით: “ღმერთო ჩემო კვარაცხელია”.

“ნაპოლის” ფანებს ასევე ტვიტერზე გამოკითხვა ჰქონდათ, თუ რამდენი აპირებდა ხვიჩა კვარაცხელიას გამო ბათუმის “დინამოსა” და “თელავის” შეხვედრის ყურებას და 85% მატჩისთვის თვალის მიდევნებას გეგმავდა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიასა და “ნაპოლს” შორის ზაფხულში 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ნეაპოლელებს ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდებათ და თავად კვარაცხელია წლიურად მილიონ ევროს მიიღებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

განახლებული რეიტინგი: ბასილაშვილი ისევ მეოცეა

ქართველი წყალბურთელის წარმატება: ნიკა შუშიაშვილი ადრიატიკის თასის გამარჯვებულია