მაიამის მასტერსის დასრულების შემდეგ, პროფესიული ჩოგბურთის ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
ცხადია, ჩვენ საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გვაინტერესებს, რომელსაც რეიტინგში ცვლილება არ შეხებია და 30 წლის ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოში ისევ მეოცეა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერზე პირველივე შეხვედრაში ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბისთან 2 სეტში 3:6; 1:6 დამარცხდა.
რეიტინგს კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ლიდერობს. მეორეზე დანილ მედვედევია. მესამე ადგილი დაკარგა “თიხის მეფე” რაფაელ ნადალმა, რომელსაც ალექსანდერ ზვერევმა გადაასწრო.
GIPHY App Key not set. Please check settings