in

არ მინდა მსოფლიოს გამოვაკლდე: ვან გაალი სიმსივნეს ებრძვის

ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ სპეციალისტი თავად საუბრობს.

“ნაკრების შეკრებიდან პირდაპირ საავადმყოფოში მოვხვდი. თერაპიის 25 სეანსი გავიარე, პროსტატის სიმსივნის აგრესიული ფორმა დამიდგინდა. ამის შესახებ ფეხბურთელებმა არაფერი იცოდნენ, რადგან არ მსურდა ჩემ გამო მათ სტრესი მიეღოთ. ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობ, რომ არ მინდა მსოფლიო ჩემპიონატს გამოვაკლდე. ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელობა ამ ასაკში დიდი საჩუქარია. დანებებას არ ვაპირებ, ვაგრძელებ ბრძოლას და ჩვეულებრივად საქმის კეთებას.

ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. ვიცი რა არის ავადმყოფობა, ამას ოჯახში წავაწყდი, მეუღლის გარდაცვალება გადავიტანე. ეს მხოლოდ ცხოვრების ნაწილია. ამ გამოცდილების გამო უფრო მდიდარი გავხდი, როგორც ადამიანი”, – თქვა ვან გაალმა.

70 წლის სპეციალისტი ნიდერლანდების ნაკრებს შარშან ჩაუდგა სათავეში. ვან გაალი “ნარინჯისფერებს” 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც წვრთნიდა, მაშინ ნიდერლანდების ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულეს.

შეგახსენებთ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდები A ჯგუფში ყატართან, ეკვადორთან და სენეგელთან ერთად მოხვდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უნდა ვიბრძოლოთ: ბარემ შენ თვითონაც დაგერტყა… XXX ტური

ნაბიჯი წინ: ახლა ხომ ნაღდად გამოვვარდით… XXXI ტური