in ,

უნდა ვიბრძოლოთ: ბარემ შენ თვითონაც დაგერტყა… XXX ტური

„ბარსელონამ“ მორიგი თამაში მოიგო, ამჯერად ოთხეულისთვის მებრძოლი „სევილია“ დაამარცხა 1:0. ეს ერთადერთი და გადამწყვეტი ბურთი პედრის ანგარიშზეა, 72-ე წუთზე. „ბარსა“, რომელიც ერთ დროს ცხრილის შუაში ყურყუტებდა და შანსიც დიდი არ ჰქონია, ახლა უკვე მე-2 ადგილზეა. მას ლიდერთან შედარებით 1 თამაში თადარიგში აქვს და ისიც თუ მოიგო, სხვაობა 9 ქულამდე შემცირდება. ცოტა არ არის 8 ტურით ადრე, მაგრამ…

არადა, ვითარება შეიძლებოდა უფრო დაძაბულიყო, „რეალისთვის“ ამდენი პენალტი რომ არ მიეცათ. „სამეფო კლუბმა“ სტუმრად „სელტას“ 3 პენალტი დაარტყა, უფრო სწორედ ბენზემამ და 2 გაუტანა, რაც უმნიშვნელოვანესი 3 ქულისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

This image has an empty alt attribute; its file name is AVC9061Thumb7-1024x677.jpg

ძალიან გამოსწორდა და ზემოთ მიიწევს „ატლეტიკო“, რომელსაც „ბარსას“ და „სევილიას“ მსგავსად 57 ქულა აქვს, ოღონდ განსხვავება ის არის, სევილიელები 4 მატჩია ვერ იგებენ და უკან-უკან ეშვებიან, ამიტომ ის ურჩევნიათ, მე-4 ადგილის შენარჩუნებაზე იზრუნონ, რომელსაც თანაქალაქელი „ბეტისი“ ეცილება.

“ვილიარეალმა” ზედიზედ მეორედ წააგო და ცოტა გაირთულა საევროპო ამბები (ისე, ბოლო 4 მატში 3-ჯერ წააგო). სამაგიეროდ, “ვილიარეალის” დამარცხებით “ლევანტემ” გადარჩენის მიზერული შანსი შეინარჩუნა. თუმცა გასავარდნ ზონაში “მალიორკა” მაინც განსაკუთრებით “ყოჩაღობს”, რომელმაც 7 მატჩი წააგო ზედიზედ და ცხადია დაეშვა ბოლო სამეულში. ამით კი “კადისი” და “გრანადა” სარგებლობენ, თუმცა სხვაობა ჯერ მაინც მცირეა.

„ბარსელონა“ ლა ლიგაში ზედიზედ 6 მატჩი მოიგო. წაუგებელი სერია 14 მატჩისგან შედგება.

ჩავი: „რთულია იმის იმედად ყოფნა, რომ „რეალი“ ხშირად შეცდება, მაგრამ „ბარსა“ ბოლომდე იბრძოლებს“.

პედრი: „რთული იქნება, მაგრამ იოლი არც „რეალისთვისაა“. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ“.

„რეალს“ 3 პენალტი მისცეს ლა ლიგაში ისტორიაში მეოთხედ.

ბენზემამ „რეალში“ 216 გოლი გაიტანა ჩემპიონატის მატჩებში და დი სტეფანოს დაეწია. უფრო მეტი მარტო რონალდოსა და რაულს აქვთ.

ბენზემას 34 გოლი აქვს ამ სეზონში. ეს მისი პირადი რეკორდია.

ბენზემამ ესპანეთის ჩემპიონატში 18 პენალტიდან 17 გაიტანა.

„სელტას“ ფორვარდი ასპასი სამ პენალტზე: „მსაჯს ისღა რჩებოდა მეოთხეც დაენიშნა და თავად დაერტყა. მას სურდა, რომ ბენზემას ჰეთ-თრიქი შეესრულებინა“.

„ატლეტიკოს“ ზედიზედ 6 მოგება აქვს, პირველად 2018 წლის შემდეგ.

ჟოაო ფელიქსმა ბოლო 6 მატჩში 7 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (5 გოლი, 23 ასისტი). არადა, წინა სეზონის 33 მატჩში სულ 8 გოლში მიიღო მონაწილეობა.

ლა ლიგა – XXX ტური

ხეტაფე – მალიორკა 1:0
ლევანტე – ვილიარეალი 2:0
სელტა – რეალი 1:2
ატლეტიკო – ალავესი 4:1
ბილბაო – ელჩე 2:1
ბეტისი – ოსასუნა 4:1
გრანადა – რაიო ვალეკანო 2:2
ვალენსია – კადისი 0:0
ბარსელონა – სევილია 1:0

ორშაბათი, 4 აპრილი
სოსიედადი – ესპანიოლი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ურონალდოდ მანჩესტერი რთულდება… ო, რა გველოდება კვირას – XXX ტური

არ მინდა მსოფლიოს გამოვაკლდე: ვან გაალი სიმსივნეს ებრძვის