in

მანჩესტერი ნაპოლის კვარაცხელიას რაშფორდში უცვლის

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა, „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ მარკუს რაშფორდი შესთავაზოს – „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელთან დაკავშირებით საფეხბურთო ინტერნეტგვერდი football-talk-ი აქამდე უცნობ დეტალებს აქვეყნებს.

„უახლოეს პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედი“ იძულებული გახდება, მარცხენა გარემარბი შეიძინოს, რადგან მარკუს რაშფორდი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა მიანიშნა, რომ რაშფორდისთვის ახლა შესაფერისი დროა, „ოლდ ტრაფორდი“ დატოვოს.

მის პოზიციაზე „წითელი ეშმაკები“ „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ინტერესდებიან და მზად არიან, იტალიელებს ქართველი მოთამაშის ნაცვლად მარკუს რაშფორდი შესთავაზონ. ანტონიო კონტე ადრეც ეთანხმებოდა „იუნაიტედის“ ვარსკვლავთან მუშაობის იდეას, ამიტომ „ნაპოლიმ“ ეს გაცვლა შეიძლება განიხილოს. კვარაცხელია Transfermarkt-ზე 85 მილიონ ევროდ არის შეფასებული, თუმცა სამართლიანია იმის მოლოდინი, რომ „ნაპოლი“ მის ტრანსფერში მეტ თანხას მოითხოვს.

რაშფორდის წასვლის შემთხვევაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვარაცხელიას სახით შეიძენს ფეხბურთელს, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბადაა აღიარებული. ამავე დროს, „ლივერპული“, უკვე თვეებია, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენითაა დაინტერესებული და მოჰამედ სალაჰის წასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, მისი დამატება განიხილოს“.

1tv.ge

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქოჩორა დაბრუნდა და სრულად ითამაშა: ლევანტემ მოიგო

პირადად დაელაპარაკება: გალათასარაი მიქაუტაძეს არ ეშვება – რას ამბობს ჟორჟი