in

ხვიჩათი მანჩესტერი დაინტერესდა

უამრავ ინგლისურ საიტს ახალი ამბავი მოედო: ხვიჩა კვარაცხელიათი „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესდა. ამაზე წერენ tribuna; thesun; football365; calcionapoli24; metro; strettynews.

ეს ინფორმაცია ინგლისელმა ჟურნალისტმა მაიკ კიგანმა გაავრცელა.

საქმე ისაა, რომ „მანჩესტერს“ ორ შემტევ ფეხბრუთელთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა. ბრაზილიელი ანტონი სექსუალური ხასიათის სკანდალშია გახვეული, ჯეიდონ სანჩოს მწვრთნელთან აქვს უთანხმოება. მსოფლიო ფეხბურთის გრანდმა კი ალტერნატივისთვის „ნაპოლის“ ფეხბურთელისკენ გაიხედა.

სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და ეს გადასვლა თუ შედგა, ყველაზე ადრე იანვარში, თუმცა ჯერ ამაზე საუბარიც ადრეა. ისე იანვარზე უფრო იჯარაზე საუბრობენ, სრულფასოვანი ტრანსფერი კი სეზონის განმავლობაში ნაკლებად სავარაუდოა.

კონკრტულ თანხაზე არაფერი იწერება, მაგრამ რამდენიმე წყაროს 100 მილიონი აქვს ნახსენები და დიდი ალბათობაა, რომ თანხამ სწორედ ამ ნიშნულში იტრიალოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეცდომები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, მოვემზადოთ და საქმე გამოვასწოროთ

არგენტინის ფანი მუნდიალის მოგებას ქუჩაში ყოველდღე აღნიშნავს: ასე იქნება 2026 წლის მსოფლიომდე