in

შერმადინის 10 ქულა: ტენერიფემ სერიაში გაათანაბრა

ესპანეთის ჩემპიონატის 1/4 ფინალურ სერიაში პირველი მატჩის დიდი სხვაობით წაგების შემდეგ გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია მოახერხა – განმეორებით შეხვედრაში „ხუვენტუდი“ 103:76 დაამარცხა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა.

სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა კი კანადელმა კაილ ვილტიერმა, რომელმაც 37 ქულა ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 42 ბალი შეადგინა.

შერმადინსა და მარსელინიო ჰუერტასს ამ მატჩის დაწყებამდე ესპანური ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვედრის დამადასტურებელი პრიზები გადასცეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეფეები, დიდი მეფეები: რეალი არ თამაშობს, რეალი იგებს – ფინალისტების ეფექტიანობა

დღეიდან უკვე სრული შემადგენლობით: ორი ვარჯიში ბაზაზე და მერე დინამოზე – ბილეთები იყიდება