in ,

დღეიდან უკვე სრული შემადგენლობით: ორი ვარჯიში ბაზაზე და მერე დინამოზე – ბილეთები იყიდება

საქართველოს ნაკრები უკვე 6 დღეა თბილისში ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება.

ბოლო ვარჯიშების მსგავსად საწვრთნელ პროცეში კვლავ 28 ფეხბურთელია ჩართული, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ვაკო ყაზაიშვილი უკვე ჩამოვიდა თბილისში და საწვრთნელ პროცესს ნაკრებთან ერთად დღეს, 30 მაისს დაიწყებს.

მოკლედ, დღეიდან საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში სრული შემადგენლობით შეიკრიბება.

ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო ორი ვარჯიში კვლავ თბილისის ზღვის ბაზაზე ექნება. 1 ივნისს, როგორც საქართველოს, ასევე გიბრალტარის ნაკრები „დინამო არენაზე“ ივარჯიშებენ.

ნაკრების ბოლო ვარჯიშზე 21 წლამდე ნაკრების სამი ფეხბურთელი იყო მიწვეული. ერთჯერადად საწვრთნელ პროცესში თორნიკე მეგრელიშვილი, ნიკა გაგნიძე და გიორგი გაგუა ჩაერთვნენ. სამივე ფეხბურთელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ კვლავ 21 წლამდე ნაკრებში დაბრუნდა და 3 ივნისს, რუმინეთთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება.

საქართველო-გიბრალტარის ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია დაწყებულია. „დინამო არენას“ სალაროები 11:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.
ბილეთების გაყიდვა ონლიან რეჟიმში, საიტზე TKT.ge 24 მაისიდან მიმდინარეობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის 10 ქულა: ტენერიფემ სერიაში გაათანაბრა

მაკარიძის ალმერია ლა ლიგაში დაბრუნდა