ქუთაისის “ტორპედოში” კახა ჩხეტიანი დაბრუნდა. სანდო წყარომ ქუთაისიდან მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ 44 წლის სპეციალისტი ისევ ქუთაისურ კლუბს გაწვრთნის.
მოგეხსენებათ, კახა ჩხეტიანი ქუთაისის “ტორპედოდან” გასულ სეზონში დაითხოვეს და მის ნაცვლად გია ცეცაძე მოვიდა, რომელმაც “ტორპედო” ეროვნულ ლიგაში მარტვილის “მერანთან” პლეი-აუტში მძიმე მატჩების შემდეგ დატოვა, მაგრამ წლევანდელ სეზონში ქუთაისელებმა სეზონი ცუდად დაიწყეს და გულშემატკივრების მოთხოვნის შემდეგ ცეცაძემაც გუნდი დატოვა.
ქუთაისის “ტორპედოს” ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 12 ტურის შემდეგ 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.
კახა ჩხეტიანი ქუთაისის “ტორპედო” 2016-19 წლებში წვრთნიდა და “ტორპედოს” საქართველოს ჩემპიონის, საქართველოს თასი და საქართველოს სუპერთასი (2-ჯერ) მოაგებინა. ასევე, მისი ხელმძღვანელობით “ტორპედომ” ევროპა ლიგის პლეი-ოფი ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings