გიორგი მამარდაშვილის ესპანური ზღაპარი გრძელდება. ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “სან მამესზე” ბილბაოს “ატლეტიკს” ესტუმრა და უგოლო ფრეს დასჯერდა-0:0
21 წლის ქართველი მეკარე, ბოლო პერიოდში ტრადიციულად, “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში იყო და ის რომ მისმა გუნდმა ბასკების წინააღმდეგ ქულა მოიპოვა სწორედ მისი დამსახურებაა. გიორგიმ ეს მატჩიც შესანიშნავად ჩაატარა და 5 სეივი განახორციელა. მათ შორის, ხუთივე შემთხვევაში რთული ბურთები მოიგერია. განსაკუთრებით, მატჩის 93-ე წუთზე მოგერიებული ბურთი უნდა გამოვყოთ.
გიორგი აღნიშნული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, მატჩის მეფედ -King of the match დაასახელეს. გიორგი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში მესამედ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.
GIPHY App Key not set. Please check settings