საქართველოს ნაკრების და ესპანური “ვალენსიას” 21 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, წლევანდელ სეზონში “ვალენსიას” და არა მარტო “ვალენსიას”, არამედ მთელი ლა ლიგის აღმოჩენაა.
21 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც Crystalbet ეროვნული ლიგის გუნდიდან, “ვალენსია B-ში” სათამაშოდ წავიდა, მოულოდნელად პირველი გუნდის ძირითად მეკარედ იქცა და მეორედ დასახელდა ლა ლიგაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.
“ლევანტესთან” მატჩის მეფედ დასახელებულმა მამარდაშვილმა 5 სეივი განახორციელა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
ესპანური deportivovalenciano გიორგის შესახებ წერს.
“ვალენსიას” ყავს თავის ასაკში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. მისი გამოსაყიდი თანხა 20 მილიონი ევროა და ამ ასაკშიც კი, ძალიან მაღალ დონეზეა. მიუხედავად იმისა, რომ “ღამურებს” არცთუ წარმატებული სეზონი აქვთ გიორგი უგო დუროსთან ერთად, ამ გუნდის ნათელი წერტილია. მეკარე, რომელიც “ვალენსია B”-სთვის მოვიდა გუნდში დ ა რამდენიმე მატჩში გუნდს ქულები გადაურჩინა. მის ნაცვლად ესპანურმა კლუბმა მხოლოდ 800 000 ევრო გადაიხადა და შეიძლება ის კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სატრანსფერო ოპერაცია იყოს. “წერს ესპანური გამოცემა
GIPHY App Key not set. Please check settings