მოარული ხმები, რომ ზიდანი „პსჟ“-ს მესაჭე გახდებოდა, როგორც ჩანს, მოარულადვე დარჩება და პარიზულ გრანდს 55 წლის კრისტოფ გალტიე ჩაიბარებს. შეგახსენებთ, არასახარბიელო შედეგების გამო გუნდი მაურისიო პოჩეტინოს დაემშვიდობა.
„მარსელისა“ და „ტულუზას“ ყოფილი მოთამაშე და ასევე „სენტ ეტიენისა“ და „ლილის“ ყოფილი და „ნიცას“ ამჟამინდელი მწვრთნელი გალტიე პარიზულ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ფაბრიციო ფინანსურ დეტალებს არ ამხელს, მაგრამ კრისტოფის ხელფასი მკვეთრად გაიზრდება.
გარდა მწვრთნელისა, „პსჟ“ მილანის „ინტერის“ ცენტრალურ მცველს, მილან შკრინიარს ეპოტინება და 80 მილიონი ევრო უკვე გამზადებულიც აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings