in

ტენ ჰაგმა დაიწყო: მკაცრი ფიზიკური ვარჯიში და სავალდებულო სადილი ერთად!

ერიკ ტენ ჰაგის „მანჩესტერ იუნაიტედში“ დანიშვნას დიდი ამბავი მოჰყვა. 2013 წლის შემდეგ „ემიუმ“ 5 მწვრთნელი შეცვალა, არაერთი ვარსკვლავი დაიმატა, მაგრამ შედეგი დანახარჯს რომ შევადაროთ, ძალიან დიდი გარღვევაა დეფიციტში.

მართლაც, ბოლო წლებში „მანჩესტერი“ ვაჟა ზაზაევიჩის კანტორას უფრო დაემსგავსა, რადგან ფული ოხრადაა, მაგრამ კაპიტალის სწორად ათვისებას ვერა და ვერ დაადგა საშველი. ჰოდა, ტენ ჰაგის მოსვლა, რაღაც კარგის წინაპირობაა.
კავანი, პოგბა, მატა, ლინგარდი, მატიჩი, მარსიალი და კიდევ არაერთი ფურცელზე სახელოვანი მოთამაშე გუნდს ტოვებს. ამით, სახელფასო ჭერი ხომ მცირდება და თან გენერირებული ფულით ახალი მოთამაშეების მოყვანა იქნება შესაძლებელი. ფრენკი დე იონგზე აქტიურად იწერება, მაგრამ სატრანსფერო აქტივობა ჯერ გადავდოთ, რადგან ეშმაკებს ოფიციალური ნამატი ჯერ არ აქვთ.

პირველი, რაც ტენ ჰაგმა გააკეთა, ბალახის 15 მილიმეტრამდე გაკრეჭვაა, რათა მოთამაშეებმა სისწრაფე მაქსიმალურად ჩქარა განავითარონ. „ტენ ჰაგი ვარჯიშზე ტვინის გამოყენებას ცდილობს. მოთამაშეები ძალიან ბევრს დარბიან, ოღონდ ბურთთან ერთად, რათა ტექნიკური ნაწილი განვითარდეს“- იუწყება, ბრიტანული გამოცემა „მირორი“.

გარდა ფიზიკური ნაწილისა ტენ ჰაგმა ღიად მოითხოვა, რომ ვარჯიშის შემდეგ მოთამაშეებმა აუცილებლად ერთად უნდა ისადილონ, რათა ეგრედწოდებული „team building” განვითარდეს. პრაქტიკა, რომელსაც ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსიონი აქტიურად იყენებდა, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ ეს ნელ-ნელა გაქრა. მოთამაშეებს ურჩევნიათ შინ ისადილონ, მაგრამ ბიძია ტენ ჰაგი ჩამჩით ხელში ელის მოთამაშეთა სასადილოში შესვლას.

მოკლედ, მცირე დეტალთა ერთობლიობაა მასშტაბური პროექტი და ერიკ ტენ ჰაგმაც მცირედით დაიწყო…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ გალტიეს კვირის ბოლომდე წარადგენს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშს შეუდგა