in ,

ტენ ჰაგმა ფეხბურთელებისთვის ბარბექიუ მოაწყო: მწვრთნელი ოჯახის წევრებს ესაუბრა, ბავშვებს გასართობი პროგრამა გაუკეთეს

ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერის“ ფეხბურთელები ოჯახებთან ერთად ბარბექიუზე მიიპატიჟა.

Daily Mail-ის ცნობით, ღონისძიება კვირას კლუბის ბაზაზე მოეწყო. მიწვეული იყვნენ ფეხბურთელები და პერსონალი ოჯახის წევრებთან ერთად. სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბარბექიუთი, ბავშვებისთვის კი დააყენეს გასაბერი ციხესიმაგრე და დააორგანიზეს გასართობი პროგრამა.

ტენ ჰაგი ფეხბურთელების ოჯახის წევრებსაც ესაუბრა.

ეს შეხვედრა რამდენიმე კვირით ადრე დაიგეგმა, რათა პერსონალისა და ფეხბურთელების მონდომება წაექეზებინათ და განწყობა აემაღლებინათ.

ეტყობა გაჭრა, წუხელ „მანჩესტერმა“ ინგლისის ლიგის თასზე 3:0 მოუგო „კრისტალ პალასს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფერგიუსონი ყველა დროის მწვრთნელია: საუკეთესო მენეჯერების რეიტინგი

რონალდოს ასიმილაცია საუდეთში: კრიშტიანო შეიხი გახდა – ფოტო