„ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი შესაძლოა ზაფხულში სხვა გუნდში აღმოჩნდეს. არ არის გამორიცხული ეგვიპტელმა პრემიერლიგა ლა ლიგაზე გაცვალოს. მისით, არც მეტი არც ნაკლები, მადრიდის „რეალია“ დაინტერესებული. ამას The Sun იტყობინება.
წყაროს ცნობით, „ლივერპულში“ დარვინ ნუნიესის ტრანსფერის შემდეგ, კლუბში გადაწყვიტეს, რმ მზად არიან სალაჰის გაყიდვისთვის და მიიღებენ შესაბამის წინადადებებს, თუ შეთავაზებული თანხა 70 მლნ ევროს ფარგლებში იტრიალებს.
გასულ სეზონში სალაჰმა „ლივერპულის“ რიგებში 51 მატჩი ითამაშა, 31 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი პასიც მისცა. ეგვიპტელის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2023 წლის 30 ივნისამდეა.
მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვა კიდევ ერთმა ფორვარდმა – სადიო მანე „ბაიერნში“ გადავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings