in

სუპერშოუ: რეალმა 5 გაუტანა ატლეტიკოს და ფინალში გავიდა, მილანი ისევ გავარდა, ლაციომ დერბი მოიგო, ლივერპულმა მე-2 ტაიმი

ევროპელები თასის მატჩებს ატარებენ, თუმცა ყველა შინ როდი თამაშობს. მაგალითად, ესპანური კლუბები არაბეთში ჩავიდნენ და იქ ოთხთა ფინალს თამაშობენ სუპერთასზე. პირველი ნახევარფინალი საოცარი გამოვიდა…

რეალი – ატლეტიკო 5:3 (2:2, 1:1, 0:0)
King Saud University Stadium

0:1 – 6 ერმოსო, 1:1 – 20 რუდიგერი, 2:1 – 29 მენდი, 2:2 – 37 გრიზმანი, 2:3 – 78, რუდიგერის ავტოგოლი, 3:3 – 85 კარვახალი, 4:3 – 116 ხოსეული, 5:3 – 120 ბრაიმ დიასი

„რეალმა“ პირველად მოუგო „ატლეტიკოს“ ესპანეთის სუპერთასზე პენალტების სერიის გარეშე. ეს არის პირველი მოგება დერბიში 61 წლის განმავლობაში, როდესაც აქეთ 3 გოლს უშვებ.

4 გოლი პირველ ტაიმში – პირველად მოხდა ასეთი რამ 21-ე საუკუნეში.

„რეალმა“ მოიგო 11 ბოლო 12 მატჩიდან. 20 თამაშია არ აგებს, სექტემბრიდან მოყოლებული.

ანტუან გრიზმანი გახდა „ატლეტიკოს“ საუკეთესო ბომბარდირი, მან 174-ე გოლი გაიტანა და არაგონესს გადაასწრო.

ანჩელოტი: „რეალმა“ იმიტომ მოიგო, რომ მეტი ძალა შეინარჩუნა. შეტევაში ძალიან ეფექტიანები ვიყავით“.

სიმეონე: „ფეხბურთელებს ვუთხაარი, რომ მათ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს“.

„რეალი“ მესამედ გავიდა ესპანეთის სუპერთასის ფინალში და ან „ბარსას“ შეხვდება ან „ოსასუნას“.

იტალიაში თასის ¼ ფინალები გაიმართა, რომელშიც საინტერესო წყვილები დაჯდნენ.

მილანი – ატალანტა 1:2 (1:1, 0:1)
1:0 – 45 რაფაელ ლეაო, 1:1 – 45 კოპმეინერსი, 1:2 – 59, კოპმეინერსი პენალტით.

„მილანი“ 21 წელიწადია ვერ იგებს იტალიის თასს. ფინალამდე კი „როსონერი“ 2018 წლის მერე ვერ აღწევს.

პიოლი: „ყველაფერი შეცვალა პენალტმა, რომელიც არ ყოფილა“.

„ლაციომ“ იტალიის თასის ¼ ფინალში „რომას“ დაძაბული, არეული, VAR-ით გადაწყვეტილი დერბი მოუგო და ½ ფინალში გავიდა.

ლაციო – რომა 1:0 (0:0, 1:0)
1:0 – 51, ძაკანი პენალტით.

ინგლისის ლიგის თასის პირველ მატჩში „ლივერპულმა“ შინ 2:1 დაამარცხა „ფულჰემი“. განმეორებითი შეხვედრა 24 იანვარსაა.

ლივერპული – ფულჰემი 2:1 (0:1, 2:0)
0:1 – 19 ვილიანი, 1:1 – 68 ჯონსი, 2:1 – 71 გაკპო.

კლოპი: „რთული იყო, თავად შევუქმენით პრობლემები საკუთარ თავს 1 ტაიმში. მეორეში ნამდვილი „ლივერპული“ იყო“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიამ ევროლიგის კლუბების მენეჯერთა გამოკითხვაში გაიმარჯვა

მბაპეს 75 მილიონი და ყველაზე მდიდარი მადრიდისტობა უნდა