ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი გამოუვიდა უნგრულ „უიპეშტში“ და საქართველოს ნაკრებშიც გამოიჩინა თავი, სხვა გუნდების ინტერესის სფეროშიც მოხვდა. ახლა გაჩნდა ინფორმაცია თურქული „ანკარაგიუჯიუს“ დაინტერესებაზე. ამაზე თავად თურქული გუნდი წერს.
საუბარია 2-წლიან კონტრაქტზე, თუმცა ჯერ არაფერია გარკვეული, მაგრამ დიდი ალბათობით ეს ვარიანტი გამოვა.
„ანკარამ“ ამასწინ, დაახლოებით ერთი კვირაა, კიდევ ერთი ქართველი შემტევი გიორგი ბერიძე გაიფორმა.
ზივზივაძემ უნგრეთში, სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „უიპეშტში“ გაატარა და 12 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
„ანკარაგიუჯიუმ“ კი გასული სეზონში თურქეთის პირველი ლიგა (რანგით მეორე) მოიგო და სუპერლიგაში აღწევდა.
GIPHY App Key not set. Please check settings