ლევან შენგელია უკვე ოფიციალურად გახდა ბერძნული ოფი-ს ფეხბურთელი.
ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კუნძულ კრეტას კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
28 წლის ნახევარმცველმა გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა კიდეც.
შეგახსენებთ, შენგელია ბოლოს ბერძნულ “პანეტოლიკოსში” თამაშობდა (56 მატჩი, 5 გოლი), რომელიც ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ დატოვა.
ოფი-ში კი თავის დროზე უთამაშიათ გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილს.
შენგელიას მწვრთნელი ევროპის 2004 წლის ჩემპიონი ტრაიანოს დელასია.
საბერძნეთის ჩემპიონატი 17 აგვისტოს იწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings