in

შენგელიას სუპერგოლი, ბერიძის გადამწყვეტი გოლი, ლოჩოშვილი სერია ა-სკენ მიიწევს – ლეგიონერები

საბერძნეთში, ჯიმი ტაბიძისა და ლევან შენგელიას „პანეტოლიკოსი“ სტუმრად ჩავიდა უშუალო კონკურენტ „ვოლოსთან“ სათამაშოდ და ქულა აიღო – 1:1. ყურადღების ცენტრში შენგელია მოექცა. ნაკრების წევრმა უკვე პირველ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, მე-8 წუთზე კი უმაგრესი გოლი გაიტანა: საჯარიმოს კუთხიდან ბურთი შორეულ ცხრიანში ჩასვა.
ეს შენგელიას მე-2 გოლია ჩემპიონატში 17 მატჩში (პლუს ერთი საგოლე პასი). ის 84-ე წუთზე შეცვალეს, შეფასებად კი 6.8 დაუწერეს.
ტაბიძე განაცხადში არ ყოფილა.

SUPERLEAGUE 2023-2024 / ΒΟΛΟΣ ΝΠΣ – ΠΑΝΑΙΤΩΛΙΚΟΣ (ΒΑΣΙΛΗΣ ΟΙΚΟΝΟΜΟΥ / EUROKINISSI)

სერია A-ში ქართველებს არ უთამაშიათ.
საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ შინ „ჯენოას“ დაუზავდა (0:0). ქართველი მცველი განაცხადში იყო.
„ფროზინონე“ შინ „მილანთან“ 2:3 დამარცხდა. კვერნაძეც განაცხადში იყო და მასაც არ უთამაშია.

სერია B-ში კი ლუკა ლოჩოშვილმა ითამაშა.
„კრემონეზე“ სერია A-ში დასაბრუნებლად იბრძვის და სტუმრად ბოლოადგილოსანი „ლეჩო“ 1:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა. ლუკა მე-13 წუთზე გააფრთხილეს.
„კრემონეზე“ 42 ქულით მ-2 ადგილზეა, ლიდერ „პარმას“ 4 ქულით ჩამორჩება, ხოლო მდევარ „კომოს“ 2-ით უსწრებს.
მომდევნო მატჩი 10 თებერვალს უკვე შინაა, „რეჯინასთან“.

გიორგი ბერიძემ თურქეთის პირველ ლიგაში გაიტანა და სუპერლიგაში გადმოსასვლელად მებრძლო „ქოჯაელისპორს“ „ადანასპორის“ დამარცხებასა და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 1:0.
გიორგიმ მოწინააღმდეგის კარი მე-60 წუთზე აიღო.
გოლიდან ექვს წუთში, 66-ე წუთზე შეცვალეს.
მისი შეფასებაა 6.8.
ბერიძემ 15 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 3 გოლია.

დონეცკის „შახტარმა“, რომლის შემადგენლობაშიც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, თურქულ შეკრებაზე ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ორივე წააგო.
მეორე ტესტმატჩში „შახტარი“ ბოსნია-ჰერცეგოვინის „ველეჟთან“ 2:3 დამარცხდა. დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ახალწვეული ლუკა ლაცაბიძე, რომელმაც ერთი ტაიმი ითამაშა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
უკრაინული გუნდის კარში გოლი ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი გულიაშვილმა გაიტანა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორდომ ბოლო წამებზე წააგო, ზურიკო შეცვალეს

მბაპემ პარიზს მილიონებზე უარი უთხრა: რეალში გადასვლა გარდაუვალია