უეფას სურს „ოთხთა ფინალის“ ფორმატის ახალი ტურნირი შექმნას.
ტურნირის ჩატარება დაგეგმილია 2024 წლის ზაფხულში, შემდეგ კი მისი ყოველწლიურად ქცევა სურთ – წერს L’Équipe.
შეჯიბრების სტრუქტურა ორ ნახევარფინალს, მატჩს მესამე ადგილისთვის და ფინალს გულისხმობს. შესაბამისი დოკუმენტები ტელემაუწყებლებმა უკვე მიიღეს.
ტურნირი დიდი ალბათობით აშშ-ში გაიმართება ჩემპიონთა ლიგის კიდევ უფრო მხარდასაჭერად, რომელიც 2024 წლიდან ახალი ფორმატით ჩატარდება, ასევე მეტი შემოსავლის მიღების მიზნით.
ტურნირი შესაძლოა ევროპის სუპერთასის ალტერნატივა გაახდეს, რომელიც არ არის გამორიცხული ახალი შეჯირების შემოღების გამო შეიცვალოს.
შესაძლოა, სუპერთასზე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა აღარ ითამაშოს და თასისთვის კონფერენს ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები შეხვდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings