in

175 წელი ნოუ კამპზე ქორწილები უნდა გამართონ ლევანდოვსკის ტრანსფერის დასაფინანსებლად: ბაიერნი ბარსას დასცინის

მოსაკრებელი ლევანდოვსკისთვის: დაახლოებით ასეთი სათაურებით გამოვიდა გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung „ბარსელონას“ მხრიდან პოლონელი გოლეადორის ინტერესის გამო.

კლუბს მისი გაფორმება უნდა, მაგრამ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაშიან. ამის გამო, „ბარსელონამ“ ამასწინ იჯარით გასცა სტადიონი ქორწილების გასამართად, ხოლო მოედნის ქირაობა სამოყვარულო გუნდებსაც შეუძლიათ. ქორწილის „ნოუ კამპზე“ აღნიშვნისთვის 13 000 ევროა გადასახდელი, ხოლო 300 ევროდ ნებისმიერი იბურთავებს.

ეყოფა კი ეს თანხა საერთო დეფიციტის კომპენსირებას და „ბაიერნის“ ფორვარდის გადაბირებას? კლუბის ხელმძღვანელობას ამაზე ვერ კითხავ, აზრი არ აქვს, არითმეტიკა მათი არ არის, თორემ 1.35 მილიარდ ევროს ვალს ხომ არ აიკიდებდნენ.

ქორწილებიდან და მოყვარული-ფეხბურთელებისთვის მოედნის დათმობიდან აღებულ ფულს მართლაც შეუძლია ვალის დაფარვა, ოღონდ ამას 175 წელიწადი დასჭირდება – წერენ გერმანელები.

დაცინვის ბოლოს „ბაიერნმა“ შეთავაზა ლევანდოვსკის საქველმოქმედო კალენდრის გამოშვება ორ გამოცემად (საფეხბურთო მაისურით და მის გარეშე) და საქველმოქმედო მატჩის გამართვა, შემოსული თანხით კი მომავალი ტრანსფერის დაფინანსება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზიზუმ პსჟ-თან კონტრაქტი გააფორმა?

ქალთმმუსვრელი გრინვუდი საქმეში ბრუნდება