Sky-ს სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მილანში ჩავიდა და “ნაპოლის” ხელმძღვანელობას შეხვდება.
დი მარციოს ცნობით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს ან ხვალ უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას დიუსელდორფში კლუბის სამ თანამშრომელთან ერთად ეწვია. მაშინ ხვიჩას ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა და კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ მასში გაწყვეტის პუნქტის შეტანა შესთავაზეს, რაც ძალიან მაღალი თანხის გადახდის შედეგად იქნება შესაძლებელი და რაც მომავალში სატრანსფერო ბაზარზე დიდი წინადადებების მიღების საშუალებას მისცემთ.
“კორიერე დელო სპორტის” მტკიცებით, დე ლაურენტისი ჯუღელის მოთხოვნას გაითვალისწინებს და ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა იქნება მითითებული.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings