ინგლისის პრემიერლიგამ ყოველწლიურ შეკრებაზე გულშემატკივრების მოქცევის წესები გაამკაცრა.
მომდევნო სეზონიდან სტუმარი გუნდების ფანებს სტიუარდები მიაცილებენ, ხოლო მოედანზე გავარდნილ გულშემატკივრებს სიცოცხლის ბოლომდე აეკრძალებათ არა მარტო საკუთარი კლუბის, არამედ ნებისმიერი გუნდის მატჩებზე დასწრება.
გადაწყვეტილება მიიღეს გასული სეზონის ბოლოს გახშირებული ინციდენტების ფონზე.
„გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ, რომ მოედანზე შევარდნა, რა დროსაც არ უნდა იყოს, უკანონოა. მოედანი უშუალოდ ფეხბურთის სათამაშოდაა განკუთვნილი. მოთამაშეებს, მწვრთნელებს, მსაჯებს და პერსონალს არ უნდა ეშინოდეთ საკუთარი უსაფრთხოების“, – თქვა ლიგის თავკაცმა რიჩარდ მასტერსმა.
GIPHY App Key not set. Please check settings