ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრებში 50-ე გოლი გაიტანა.
ინგლისელთა თავდამსხმელმა ერთა ლიგის მ ე-2 ტურის მატჩში გერმანიასთან (1:1) პენალტი გამოიყენა.
„ტოტენჰემის“ ფორვარდმა ნაკრების ბომბარდირთა სიაში თვით ბობი ჩარლტონს გადაასწრო.
მარტო უეინ რუნის აქვს უფრო მეტი გოლი გატანილი, ვიდრე კეინს და ისიც არ არის შორს – 53 გოლი. წესით და რიგით ჰარი მალე გახდება ინგლისის ყველა დროის ბომბარდირი.
მიღწევაზე კომენტარი გააკეთა თავად ფეხბურთელმა:
„მართლაც მშვენიერი განცდაა. მიყვარს გოლების გატანა, განსაკუთრებით ჩემი ქვეყნისთვის. ყოველთვის მიხარია, როდესაც გუნდს ვეხმარები“.
GIPHY App Key not set. Please check settings