in

ინგლისმა სენეგალს გადაურბინა, ჰარი კეინმა პირველი ბურთი შეაგდო

მორიგი შთამბეჭდავი პერფორმანსი გარეტ საუთეგითის გუნდის შესრულებით. სამმა ლომმა სენეგალი არ დაინდო და 3:0 გაანადგურა. ინგლისი დომინირებდა, ინგლისი ფრთაშესხმული თამაშობდა და პირველი გოლის შემდეგ აღარც შეჩერებულა.

შეხებაში აკინძული ლამაზი კომბინაცია ჯუდ ბელინგემის საგოლე პასითა და ჯორდან ჰენდერსონის გოლით დასრულდა. ვინ იცის, მალე ამ ორმა კლუბშიც გაუკეთოს ერთმანეთს საგოლე პასები…

ტაიმის ბოლოს ჰარი კეინმა ამ მუნდიალზე პირველი ბურთი შეაგდო და სენეგალი უმძიმეს ყოფაში ჩააგდო, მაგრამ მეორე ტაიმშიც, მხოლოდ ევროპელები ლაღობდნენ. 57-ე წუთზე ბუკაიო საკამ მესამეც გაიტანა და ინგლისი 1/4 ფინალში გავიდა, სადაც დიდიე დეშამის საფრანგეთი იცდის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიდიე დეშამი: ცოტახნით დავრჩებით

საუთგეითი: შესანიშნავად ვითამაშეთ