დონეცკის “შახტარმა” უკრაინის თასიც მოიგო: ფინალში 2:1 დაამარცხა პოლტავის “ვორსკლა” და სარეკორდოდ, მეთოთხმეტედ დაეუფლა ქვეყნის თასს.
გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ირაკლი აზაროვმა, რომელმაც მე-40 წუთზე შესანიშნავი პასი ჩაუწოდა საჯარიმოში სიკანს და მანაც თავით ანგარიში გახსნა.
56-ე წუთზე “შახტარი” ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა, მაგრამ 85-ე წუთზე თბილისის “დინამოსა” და გორის “დილას” ყოფილმა ფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა საპასუხო გოლი გაიტანა, თუმცა ამაზე მეტი არ გამოვიდა.
შეგახსენებთ, “შახტარი” სულ ცოტა ხნის წინ ქვეყნი ჩემპინის გახდა და შესაბამისად სეზონში დუბლი გამოუვიდა.
ვორსკლა – შახტარი 1:2
გოლები: 0:1 სიკანი (40), 0:2 კონოპლია (56), 1:2 კოვტალიუკი (85)
აზაროვმა ბოლომდე ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი სათადარიგო იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings