in

ასეთია ქართული მხარის მოთხოვნა: ხვიჩას აგენტი ნეაპოლშია…

“გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლში ჩავიდა, რათა “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან თავისი კლიენტის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი განიხილოს.

ცნობილია, რომ 2022 წლის ზაფხულში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კვარაცხელიას წლიური გასამრჯელო 1,5 მილიონი ევროა, რაც, წესით, შარშანდელი ტრიუმფალური სეზონის შემდეგ ისედაც უნდა გაზრდილიყო…

“გაძეტას” ინფორმაციით, ჯუღელი ხვიჩასთვის ხელფასის 5 მილიონ ევრომდე მომატებას მოითხოვს, დე ლაურნეტისი კი 4,5-ს სთავაზობს – იმდენს, რამდენსაც ვიქტორ ოსიმენი იღებდა ხელშეკრულების ბოლო გახანგრძლივებამდე.

თუმცა, მარტო ეს არ იქნება სალაპარაკო თემა. პირველი, რაც ჯუღელს სურს, იცოდეს, არის “ნაპოლის” გეგმა 2024/25 წლების სეზონისთვის.

რაკი ეს თემა დადგა დღის წესრიგში, ეტყობა, კვარაცხელიას ნამდვილად აქვს შეთავაზებები (პირველ რიგში, კვლავ ასახელებენ “ბარსელონას”, რომელიც თითქოსდა დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს) და ბუნებრივია, “ნაპოლიში” დღეს არსებული კრიზისის ფონზე, ქართული მხარე ინტერესდება, რამდენად სტაბილური იქნება ვითარება მომავალ სეზონში ყველა მიმართულებით – რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება შემადგენლობა, ვინ იქნება ახალი მწვრთნელი და ასე შემდეგ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც “გაძეტა” ამტკიცებს, კვარაცხელიას აგენტი სიამოვნებით გაახანგრძლივებს ხელშეკრულებას “პარტენოპეისთან” ახალი პირობებით, მიუხედავად “ბარსელონას” ინტერესისა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს შეცდომა ვერ გადაფარავს გამარჯვებებს, რომლებიც მამარდაშვილმა მოგვიტანა 

ვისი მწვრთნელები იგებენ ყველაზე ხშირად ევროთასებს? ესპანელები, გერმანელები, იტალიელები თუ ინგლისელები?