ბოლო პერიოდში ხშირად იწერება, რომ ფრენკი დე იონგი “ბარსელონას” დატოვებს. 25 წლის ნიდერლანდელის კარიერა „ბლაუგრანაში“ ჯეროვნად ვერ აეწყო. არადა, გეხსომებათ, 2018-19 წლების მაგიური სეზონი ამსტერდამის „აიაქსისთვის“, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა. ამ ყველაფერის ერთ-ერთი თაოსანი სწორედ დე იონგი იყო.
დაინტერესებულ კლუბთა შორის ყველაზე მეტად „წითელი ეშმაკები“ აქტიურობენ, მაგრამ დე იონგს “ბარსას” დატოვება საერთოდ არ სურს, თუმცა, წასვლის შემთხვევაში ტოპ გუნდში გადასვლას ლამობს, როგორიც ‘’სიტი”, პსჟ ან მიუნხენის „ბაიერნია“.
ცხადია, დე იონგი დღევანდელი მოცემულობით ხელმძღვანელობს და არა ისტორიული რაკურსით, რადგან „ემიუს“ უფრო მეტი ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, ვიდრე „სიტისა“ და პსჟ-ს ერთად.
in ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings