in

რეალი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია

ინგლისურმა საკონსულტაციო კომპანია Brand Finance მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდების რეიტინგი წარმოადგინა.

სიაში პირველ ადგილს, გასული წლის მსგავსად წელსაც მადრიდის „რეალი“ იკავებს. ეს მაშინ, როცა ბრენდის ღირებულება 1,572 მილიარდი დოლარიდან 1,499 მილიარდამდე დაეცა.

ჩამონათვალში მეორე ადგილი „ბარსელონამ“ შეინარჩუნა, ბრენდის ფასი 1,487 მილიარდი დოლარია. მესამეა – „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1,327 მილიარდი დოლარით.

მსოფლიოს ტოპ–10 ყველაზე ძვირადღირებული კლუბი:

  1. „რეალი“ (1,499 მილიარდი დოლარი)
  2. „ბარსა“ (1,487 მილიარდი)
  3. „მანჩესტერ იუნაიტედი“ (1,327 მილიარდი)
  4. „მანჩესტერ სიტი“ (1,313 მილიარდი)
  5. „ბაიერნი“ (1,255 მილიარდი)
  6. „ლივერპული“ (1,143 მილიარდი)
  7. „პსჟ“ (1,042 მილიარდი)
  8. „ჩელსი“ (904 მილიონი)
  9. „ტოტენჰემი“ (849 მილიონი)
  10. „არსენალი“ (792 მილიონი)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კლუბის მფლობელი მწვრთნელს აიძულებს, რომ თავისი შვილი ძირითადში ათამაშოს: შვილი 126 კილოა

ვიდეო: რონალდოს ტურინიდან თავისი ავტოპარკი გააქვს