თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონია” ევროლიგის პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის. ამ ბრძოლაში 2 მატჩია მოსაგები, საიდანაც ბოლონიელებმა ერთში უკვე იმარჯვეს. სანამ ამის შესახებ გეტყოდეთ, გაგაცნობთ ევროლიგის ფორმატს. პლეი ოფში პირდაპირი გზით გავიდა რეგულარულ ჩემპიონატში, ანუ 34 ტურით თავზე მოწინავე 6 გუნდი. პლეი ოფის ბოლო 2 ადგილი თამაშდება ცხრილში 7,8,9 და 10 ადგილზე გასულ გუნდებს შორის.
მე-7 და მე-8 ადგილებზე გასული გუნდების მატჩში გამარჯვებული პლეი ოფში პირდაპირ გავიდა. ამ შეხვედრაში მაკაბიმ 113:85 გაანადგურა ბასკონია და ებრაული გუნდი პლეი ოფში პანათინაიკოს შეუწყვილდა. წაგებულ ბასკონიას კიდევ ერთი შანსი აქვს – ის რეგულარულში მე-9 და მე-10 ადგილებზე გასულ გუნდებს შორის პლეი ინის მატჩის გამარჯვებულს ხვდებიან. ვირტუსმა მე-10 ადგილი გაიკავა და სტუმრად მე-9-ზე გასულ ეფესს შეხვდა.
სტამბოლში გამართული შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და თორნიკე შენგელიას ლიდერობით ვირტუსმა მასპინძელი 67:64 დაამარცხა. თორნიკე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის ბომბარდირი გახდა. თორნიკემ 12-დან 4 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა.
გადამწყვეტი მომენტი ლუნდბერგის სამქულიანი იყო. დანიელმა იფემ 13 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და ვირტუსის უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა- 67:61. ეფესმა სამქულიანი ჩააგდო, თუმცა ჯარიმა დროულად ვეღარ აიღო და ვირტუსმა პლეი ინის ფინალის საგზური მოიპოვა. პლეი ინის ფინალური მატჩის თარიღი სულ მალე გაირკვევა.
GIPHY App Key not set. Please check settings