in

პარიზი გავიდა, ბარსელონა ჩარჩა და მადრიდიც მიჰყვა: პირველი ნახევარფინალი მოულოდნელია

ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი ნახევარფინალისტი ცნობილია.

პსჟ-მა საშინაო მარცხის შემდეგ (2:3) „ბარსელონას“ სტუმრად 4:1 მოუგო. პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს, მაგრამ მალე არაუხო ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს, რამაც მატჩზე დიდი გავლენა მოახდინა.

მადრიდში დამარცხებულმა „ბორუსიამ“ (1:2) „ატლეტიკოს“ მოუტრიალა. თუმცა მადრიდელებმა ორბურთიანი სხვაობა ამოქაჩეს, მაგრამ მერე ისევ გაუშვეს ორი გოლი.

ნახევარფინალში პსჟ და „ბორუსია“ დაუპირისპირდებიან.

ბარსელონა – პსჟ 1:4
გოლები: 1:0 რაფინია (12), 1:1 დემბელე (40), 1:2 ვიტინია (54), 1:3 მბაპე (61, პენ), 1:4 მბაპე (89)
გაძევება: არაუხო (29, ბარსელონა)

„ბარსელონას“ 7 წაგება აქვს დიდი ანგარიშით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ბოლო 8 წელიწადში.

„ბარსელონა“ პირველად გავარდა მას შემდეგ, რაც სტუმრად მოიგო.

პსჟ მესამედ გაგდო ლიგიდან „ბარსელონა“.

„ბარსელონა“ ზედიზედ ხუთი წელია ვერ გადის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

პსჟ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მესამედ გავიდა ნახევარფინალში.

კილიან მბაპე პირველი ფეხბურთელია TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატებიდან, რომელმაც ამ სეზონში 40 გოლი გაიტანა.

მბაპემ 48-ე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. ის დაეწია ანდრეი შევჩენკოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ათეულში შევიდა. მბაპეს შეუძლია მალე ალფრედო დი სტეფანოსა (49) და ტიერი ანრის (50) დაეწიოს. ლიდერი კი რონალდოა 140 გოლით.

16 წლისა და 278 დღის ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, იამალმა მეორე რეკორდი დაამყარა – ყველაზე ახალგაზრდა ასაკში ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე 10 მატჩი.

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე 600 გოლი დააგროვა.

ჩავიმ მიიღო 3 წითელი ბარათი სამწვრთნელო კარიერაში და ყველა ამ სეზონში. მას ასევე 22 ყვითელი აქვს „ბარსას“ 136 მატჩში.

ჩავი: „უკმაყოფილო და გაბრაზებული ვარ. როდესაც სრული შემადგენლობით ვიყავით, ორგანიზებულად ვმოქმედებდით. ასეთ თამაშში წითელი ბარათის ჩვენება გადაჭარბებულია. გაძევების მერე სულ სხვა თამაში წავიდა“.

დორტმუნდი – ატლეტიკო 4:2
გოლები: 1:0 ბრანდტი (34), 2:0 მატსენი (39), 2:1 ჰუმელსი (49-საკ. კარში), 2:2 კორეა (64), 3:2 ფიულკრუგი (71), 4:2 ზაბიტცერი (74)

დორტმუნდის „ბორუსია“ 2012-13 წლების შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. მაშინ ნახევარფინალში „რეალი“ გაიარა და ფინალშიც გავიდა.

„ატლეტიკო“ შვიდი წელია ვერ გადის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ვირტუსმა შენგელიას ლიდერობით ეფესი დაამარცხა და ფინალში გავიდა

საქართველო ევროპაში, რუსეთის დედაც…