in

ვიდეო: ვირტუსმა შენგელიას ლიდერობით ეფესი დაამარცხა და ფინალში გავიდა

თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონია” ევროლიგის პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის. ამ ბრძოლაში 2 მატჩია მოსაგები, საიდანაც ბოლონიელებმა ერთში უკვე იმარჯვეს. სანამ ამის შესახებ გეტყოდეთ, გაგაცნობთ ევროლიგის ფორმატს. პლეი ოფში პირდაპირი გზით გავიდა რეგულარულ ჩემპიონატში, ანუ 34 ტურით თავზე მოწინავე 6 გუნდი. პლეი ოფის ბოლო 2 ადგილი თამაშდება ცხრილში 7,8,9 და 10 ადგილზე გასულ გუნდებს შორის.

მე-7 და მე-8 ადგილებზე გასული გუნდების მატჩში გამარჯვებული პლეი ოფში პირდაპირ გავიდა. ამ შეხვედრაში მაკაბიმ 113:85 გაანადგურა ბასკონია და ებრაული გუნდი პლეი ოფში პანათინაიკოს შეუწყვილდა. წაგებულ ბასკონიას კიდევ ერთი შანსი აქვს – ის რეგულარულში მე-9 და მე-10 ადგილებზე გასულ გუნდებს შორის პლეი ინის მატჩის გამარჯვებულს ხვდებიან. ვირტუსმა მე-10 ადგილი გაიკავა და სტუმრად მე-9-ზე გასულ ეფესს შეხვდა.

სტამბოლში გამართული შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და თორნიკე შენგელიას ლიდერობით ვირტუსმა მასპინძელი 67:64 დაამარცხა. თორნიკე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის ბომბარდირი გახდა. თორნიკემ 12-დან 4 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა.

გადამწყვეტი მომენტი ლუნდბერგის სამქულიანი იყო. დანიელმა იფემ 13 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და ვირტუსის უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა- 67:61. ეფესმა სამქულიანი ჩააგდო, თუმცა ჯარიმა დროულად ვეღარ აიღო და ვირტუსმა პლეი ინის ფინალის საგზური მოიპოვა. პლეი ინის ფინალური მატჩის თარიღი სულ მალე გაირკვევა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესიმ ფლორიდაში გადასვლის შემდეგ უზარმაზარი ფული იშოვა

პარიზი გავიდა, ბარსელონა ჩარჩა და მადრიდიც მიჰყვა: პირველი ნახევარფინალი მოულოდნელია