in

მამარდამ რეკორდი დადო: 10 მშრალი მატჩი და კარგი შეფასებები

გიორგი მამარდაშვილი სანაკრებო ტრიუმფის შემდეგ „ვალენსიას“ დაუბრუნდა და ლა ლიგის მორიგ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა – მისი „ვალენსია“ კი 30-ე ტურის მძიმე საშინაო მატჩში „მალიორკას“ დაუზავდა – 0:0.

მამარდაშვილმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. მან მიმდინარე სეზონში მეათედ შეინახა კარი „მშრალად“. 2021/22 წლის სეზონში მსგავსი რამ მან 8-ჯერ მოახერხა, ხოლო წინა სეზონში – 9-ჯერ.

მომენტები ბევრი არ იქმნებოდა, მაგრამ ქართველმა მეკარემ უშეცდომოდ ითამაშა, სამი სეივი შეასრულა. მისი შეფასებები ასეთია: Flashscore.com – 7.5; Whoscored.com – 7.4; Sofascore.com – 7.5.

30 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 41 ქულა დააგროვა, მე-8 ადგილზეა და ევროზონას 5 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში კი 4 აპრილს გასვლაზე „გრანადას“ შეხვდება.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკომ ულამაზესი გოლი გაიტანა და პასიც გააკეთა: ის ყველას ჯობდა

ყველას არ უთამაშია, არც კვარას, მიქაუტაძემ ისევ წააგო – ლეგიონერები