in

ზურიკომ ულამაზესი გოლი გაიტანა და პასიც გააკეთა: ის ყველას ჯობდა

სანაკრებო მატჩებიდან ჩვენი ლეგიონერები კლუბებს დაუბრუნდნენ და ზურიკო დავითაშვილმა სუპერ მატჩი ჩაატარა.

ის „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ულამაზესი გოლი გოლი გაიტანა, რასაც ასისტიც მოაყოლა. „ბორდო“ კი დაძაბულ შეხვედრაში „პარიზს“ დაუზავდა – 3:3.

„ბორდოს“ თამაშის გადარჩენის იმედი სწორედ დავითაშვილმა დაუბრუნა, რომელიც 0:2-ზე მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და ეფექტური დარტყმით მაღალ კუთხეში გაახვია ბურთი.
ჩვენიანმა ტაიმის ბოლოს ერთხელაც სცადა გატანა და მიზნამდე ცოტა დააკლდა.

„ბორდოს“ მესამე გოლი ისევ დავითაშვილის აქტიურობას მოჰყვა. 90-ე წუთზე საჯარიმოსთან პედრო დიასი მოძებნა, რომელმაც ასევე ეფექტური დარტყმით გუნდს ქულა მოუტანა.

ზურიკომ მიმდინარე ჩემპიონატზე მეოთხე გოლი გაიტანა.

დავითაშვილმა ანალიტიკური საიტებისგან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: flashscore – 8.2. Sofascore – 8.1.

ბორდო – პარიზი 3:3
გოლები: 0:1 დიკო (34), 0:2 გოდენი (38), 1:2 დავითაშვილი (42), 2:2 ბარბე (48), 2:3 კებალი (52, პენ), 3:3 დიასი (90)

„ბორდო“ 38 ქულით მე-12 ადგილზეა და 6 აპრილს სტუმრად „კანს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის 8 ქულა, 6 მოხსნა და იოლი გამარჯვება

მამარდამ რეკორდი დადო: 10 მშრალი მატჩი და კარგი შეფასებები