in

ყველას არ უთამაშია, არც კვარას, მიქაუტაძემ ისევ წააგო – ლეგიონერები

დიდი ტრიუმფის შემდეგ ჩვენი ლეგიონერები კლუბებს დაუბრუნდნენ, თუმცა ზოგიერთს არც უთამაშია. თავიდანვე ვიცოდით, რომ არ იქნებოდა კვარაცხელია, რომელიც საბერძნეთთან დაშავდა. მართალია, მამარდაშვილმა და განსაკუთრებით დავითაშვილმა შესანიშნავად ითამაშეს, მაგრამ ბევრი მოედანს მიღმა დარჩა.

ზურიკომ ულამაზესი გოლი გაიტანა და პასიც გააკეთა: ის ყველას ჯობდა

მამარდამ რეკორდი დადო: 10 მშრალი მატჩი და კარგი შეფასებები

ლიგა 1-ის 27-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ 2:5 დამარცხდა.
მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ 82-ე წუთამდე ითამაშა, პირველ ტაიმში ორი მომენტი ჰქონდა, ჯერ მარცხენა ფლანგზე ორ მეურვეს გასცდა, მაგრამ მისი
დარტყმა მცველმა დაბლოკა, შემდეგ კი მეკარემ იყოჩაღა.
მიქაუტაძის თამაში ასე შეაფასეს: Flashscore – 6.4, Whoscored – 6.3, Sofascore – 6.3.

უკრაინის ჩემპიონატის 22-ე ტურში „შახტარმა“ გასვლაზე „ობოლონი“ 3:0 დაამარცხა.
ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი 49-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად შევიდა.

საუდის არაბეთში საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და 6.1 მიიღო. მისი “ალ ახდუდი” კი შინ “ალ რაედისთან” 1:3 დამარცხდა.

“სლოვანმა” შინ 2:2 ითამაშა “პოდბრეზოვასთან”. ჯაბა კანკავა (6.6) 64-ე წუთზე შეცვალეს, გურამ კაშია კი ზუსტად მაშინ შევიდა (6.7).

პოლონეთში, შეცვლაზე შევიდა ოთარ კაკაბაძეც, რომლის “კრაკოვია” სტუმრად 1:3 დამარცხდა “პოგონთან”. ქართველი მცველი 59-ე წუთიდან ჩაერთო და 6.1 დაიმსახურა.

ავსტრიაში, სანდრო ალთუნაშვილის “ვოლფსბერგი” შინ 0:0 დაუზავდა”ალტახს”. ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა და 6.7 მიიღო.

თადარიგში იყვნენ
გიორგი ჩაკვეტაძე – (“უოტფორდი”-“ლიდსი” 2:2).
საბა საზონოვი – (“ტორინო”-“მონცა” 1:0).
გიორგი კვერნაძე – (“ჯენოა”-“ფროზინონე” 1:1).

განაცხადში არ ყოფილა გიორგი ქოჩორაშვილი (“ვალიადოლიდი”-“ლევანტე” 0:0).
და გაბრიელ სიგუა – (“ბაზელი”-“ციურიხი” 2:2).

საბერძნეთში ტრავმის გამო არ უთამაშია ლევან შენგელიას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდამ რეკორდი დადო: 10 მშრალი მატჩი და კარგი შეფასებები

ვიდეო: შერმადინმა რეკორდი გააუმჯობესა – თვის MVP მე-13-ედ გახდა