ერთ კვირაში საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს ლუქსემბურგთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე პირველი გამოცდაა.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა ცნობილია, ახლა კი ფეხბურთელების სია მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმაც ჩამოწერა.
მეკარეები: ანტონი მორისი (სენტ-ჟილი, ბელგია), ტიაგო ფერეირა კარდოსო (გლადბახი, გერმანია), რალფ შონი (ვილტსი, ლუქსემბურგი)
მცველები: მაქსიმ შანოტი (აიაჩო, საფრანგეთი), ელდინ ძოგოვიჩი (მაგდებურგი, გერმანია), ლაურენტ იანსი (მანჰეიმი, გერმანია), სეიდ კორაჩი (ვოივოდინა, სერბეთი), ენეს მაჰმუტოვიჩი (ცსკა სოფია, ბულგარეთი), მარვინ მარტინსი (აუსტრია, ავსტრია), მიკა პინტო (ვიტესი, ნიდერლანდები), ვაჰილ სელიმოვიჩი (ზელენზიჩარი, ბოსნია)
ნახევარმცველები: ლეანდრო მარტინს ბარეირო (მაინცი, გერმანია), ფლორიან ბონერტი (ბასტია, საფრანგეთი), ლარს ჟერსონი (კონგსვიგერი, ნორვეგია), კრისტოფერ მარტინსი (სპარტაკი, რუსეთი), მატიას ოლესენი (ივერდრონი,
შვეიცარია), ოლივერი ტილი (ჩერკასაი, უკრაინა), სებასტიან ტილი (რჟეჟსოვი, პოლონეთი)
ფორვარდები: ალესიო კურჩი (ფრანკ ბორაინსი, ბელგია), აიმან დარდარი (მაინცი, გერმანია), დავიდ ჯონათანსი (ბაიერნი, გერმანია), ედვინ მურატოვიჩი (რჟეჟსოვი, პოლონეთი), ჟერსონ როდრიგესი (სლოვანი, სლოვაკეთი), ივანდრო სანჩესი (ნაიმეგენი, ნიდერლანდები), დანიელ სინანი (სტ პაული, გერმანია)
ლუკ ჰოლცმა პრესკონფერენციაც გამართა.
„ამ მატჩისადმი ფსიქოლოგიური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ გამოცდილებით, რაც ახლა ჩვენს ბიჭებს აქვთ, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შიშის გარეშე ითამაშებენ. თუმცა უნდა მოვერიდოთ ემოციებს.
გული უფრო ძლიერად გიცემს. ზოგს ძლიერი ხასიათი აქვს, სხვებს ნაკლებად ემოციური. საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა იყო.
არ ვიცი, შეძლებს თუ არა მომჯობინებას მარვინ მარტინსი, მაგრამ დინამიკა დადებითია. ასევე ვაკვირდებით ოლივიე ტილის ტრავმას.
იმდენი ტრავმა გვქონდა ბოლო კვირებში, რომ არ ვიცი, რა ვთქვა…
ვივარჯიშებთ თუ არა პენალტების შესრულებაზე? ამის შესახებ მეკარეების მწვრთნელს ვესაუბრე, მაგრამ მაინც ცოტას მოვემზადებით. ვარჯიშზე დარტყმა სულაც არ არის იგივე, რაც 50 000 მაყურებლის წინაშე.
როგორ ჩაივლის ბოლო შაბათ-კვირა? ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ არაფერი დაგეგმოს. მინდა, რაც შეიძლება მეტ თამაშს ვუყურო.
რას უნდა ველოდოთ საქართველოსგან? ეს არის გუნდი, რომელიც თამაშობს ისე, როგორც მისი მწვრთნელი, ვილი სანიოლი თამაშობდა: სერიოზული, მონდომებული და მათგან არანაირ კეთილგანწყობას არ ველით”.
GIPHY App Key not set. Please check settings